უსაფრთხოების მართვის სისტემა (SMS)

უსაფრთხოების მართვის სისტემა (SMS)

უსაფრთხოება ჩვენი საქმიანობის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს მიზანსა და ვალდებულებას წარმოადგენს ისეთი სტრატეგიებისა და პროცესების შემუშავება, დანერგვა, მუდმივი განხორციელება და დახვეწა-გაუმჯობესება, რომლებიც საშუალებას იძლევა, უზრუნველვყოთ ჩვენი ყველა საავიაციო საქმიანობის წარმართვა და მომსახურებების გაწევა ორგანიზაციული რესურსების სწორი განაწილების პირობებში, რომლის უმთავრეს მიზანს უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფა წარმოადგენს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით.

უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ყველა დონის ხელმძღვანელის/მენეჯერისა და თანამშრომლის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, მათ შორის გენერალური მენეჯერის.

ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ:

  • დავნერგოთ უსაფრთხოების მართვის სისტემა (SMS) და ვუზრუნველყოთ მუდმივი კონტროლი მისი განვითარების მიზნით;
  • განვავითაროთ უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური უსაფრთხოების მართვის მნიშვნელობისა და ღირებულების აღიარება და უსაფრთხოების უპირატესი მნიშვნელობის მუდმივი გაცნობიერება;
  • ყველა თანამშრომელს ნათლად უნდა განემარტოს მისი ანგარიშვალდებულებები და პასუხისმგებლობა უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შემდგომი დახვეწა-განვითარებისა და პრაქტიკული განხორციელების მიზნით. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს თითოეული თანამშრომლისთვის შესაბამისი და სათანადო დონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, სწავლებების ჩატარება და მათი უსაფრთხოების საკითხებში კომპეტენტურობის უზრუნველყოფა.
  • ჩვენს მიერ განხორციელებულ ოპერირებასთან დაკავშირებული რისკების პრაქტიკული განხორციელებადობისა და შესაძლებლობის ფარგლებში მინიმუმამდე დაყვანა, ჩვენი უსაფრთხოების პრაქტიკის დანერგვა და შეფასება რეალისტური მიზნებისა და ამოცანების ფონზე;
  • სათანადო სწავლებაგავლილი და შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე რესურსების უზრუნველყოფა უსაფრთხოების წინამდებარე პოლიტიკის განსახორციელებლად და ჩვენი უსაფრთხოების პრაქტიკის დასახვეწად;
  • უსაფრთხოების მართვის საკითხებში დახმარების გაწევა ყველა სათანადო რესურსის უზრუნველყოფის გზით;
  • უსაფრთხოების მართვის უპირველეს მოვალეობად და პასუხისმგებლობად ქცევა ყველა ხელმძღვანელის/მენეჯერისა და თანამშრომლისთვის;
  • საფრთხეების აღმოჩენისა და რისკების მართვის პროცესების დანერგვა და განხორციელება საფრთხეების შესახებ ანგარიშგების სისტემის ჩათვლით, ჩვენი საქმიანობისა თუ ჩვენს მიერ განხორციელებული ოპერირების შედეგად გაჩენილ საფრთხეთა არსებობის გამო წარმოქმნილი უსაფრთხოების რისკების აღმოფხვრისა თუ შემსუბუქების/შემცირების, აგრეთვე ჩვენი უსაფრთხოების პრაქტიკის მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით;
  • იმის უზრუნველყოფა, რომ არანაირი ქმედება არ იქნება გატარებული არცერთი იმ თანამშრომლის წინააღმდეგ, რომელიც მოახდენს ინფორმაციის მიწოდებას საფრთხის აღმოჩენის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ აღნიშნული ანგარიში/შეტყობინება მიანიშნებს არაკანონიერ ქმედებაზე, დაუდევრობაზე, განზრახ ჩადენილი არასათანადო ქმედების ფაქტებზე ან ყურადღებისა და მიდგომის არასაკმარისი დონის გამოვლენაზე, რაც მიუღებელ ქცევად უნდა ჩაითვალოს.
  • დაემორჩილოს და შეძლებისდაგვარად გადააჭარბოს კიდეც კანონმდებლობის, სავალდებულო-მარეგულირებელ და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნებს.

თითოეულ თანამშრომელს მოეთხოვება პროაქტიური და პრევენციული მიდგომა უსაფრთხოებისადმი. ყველა თანამშრომელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები არსებული საფრთხეების შესამსუბუქებლად ან შესამცირებლად და უზრუნველყოს ანგარიშის მიწოდება აღნიშნული საფრთხეებისა თუ ინციდენტების შესახებ კომპანიაში არსებული ანგარიშების მომზადების პროცედურის შესაბამისად. ყველა თანამშრომელი ვალდებულია და ამასთანავე, უფლებამოსილია, ანგარიშში დააფიქსიროს არაუსაფრთხო სამუშაო პირობების, აქამდე გამოუვლენელი უსაფრთხოებისათვის შექმნილი საშიშროებისა თუ სხვათა მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის არსებობის ფაქტები. უსაფრთხოების მართვის სისტემის წინამდებარე პოლიტიკა ერთნაირად ეხება კომპანიის ყველა თანამშრომელს და მისი საქმიანობის ყველა ასპექტს. შესაბამისად, შიდა შეტყობინებების სისტემის მეშვეობით იგი უნდა გავრცელდეს კომპანიის ყველა რგოლში იმგვარად, რომ ცნობილი გახდეს კომპანიაში მომუშავე ყველა თანამშრომლისათვის. უსაფრთხოების მართვის სისტემის პოლიტიკის განხილვა პერიოდულად ხორციელდება საკანონმდებლო მოთხოვნებთან, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მაჩვენებლებთან და ამოცანებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.