ქართული English
თქვენი შინაური ცხოველი თქვენთან ერთად მგზავრობს?

ცხოველების ტრანსპორტირება

მგზავრები, რომელთაც მგზავრობისას თან მიჰყავთ ცხოველები და გააჩნიათ აცრებისა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ნებართვა, შესაბამისი ზომის სპეციალური გადასაყვან-სამგზავრო კონტეინერი, გადაყვანას ახორციელებენ ავიაკომპანიასთან წინასწარი შეთანხმებით.

შინაური ცხოველის სპეციალურ გადასაყვან-სამგზავრო ერთეულის გაბარიტების დასაშვები ნორმები ყველა ავიაკომპანიას საკუთარი გააჩნია, რის გამოც საჭიროა მგზავრი წინასწარ გაეცნოს იმ ავიაგადამზიდავის მოთხოვნებს, რომლითიც ის მიემგზავრება.

მგზავრი ვალდებულია ცხოველის გადაყვანისას გადაიხადოს მისი გადაყვანის საფასური, რომელიც ანგარიშდება, როგორც ზენორმატიული ბარგის წონის საფასური (საერთო წონაში შედის როგორც ცხოველის წონა ასევე კონტეინერის/გალიის წონაც).