ისტორია
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აშენდა „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ ინვესტიციებით და გაიხსნა 2007 წლის 26 მაისს , საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „ტავ ჰოლდინგმა“ ააშენა არამარტო აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი, არამედ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, აეროდრომი და მოიპოვა ბათუმის აეროპორტის ოპერირების უფლება 20 წლის ვადით.
ბათუმის აეროპორტი საქართველოში სიდიდით მეორე აეროპორტია და ემსახურება როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო რეისებს. აეროპორტის გამტარუნარიონობა 562 000 მგზავრია წელიწადში. მგზავრებს ემსახურება 6 სარეგისტრაციო და 4 საპასპორტო კონტროლის პუნქტი.