ახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
ახალი მიმართულება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში
16 მაისს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანიამ - „ Ural Airlines“ პეტერბურგი-ბათუმი-პეტერბურგის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. პირდაპირი ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პეტერბურგის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს, A-320 და A-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. აღსანიშნავია, რომ „ Ural Airlines “-მა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება გასულ სეზონზე მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით დაიწყო. 7 ივნისიდან კი მოსკოვის, ეკატერინბურგის და პეტერბურგის მიმართულებების გარდა ავიაკომპანია „Ural Airlines “-ის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს პირდაპირ რეისებს სამარაშიც შესთავაზებს.
სასარგებლო ინფორმაცია
მაღაზიები და კვება
იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...
პარკინგი
უსაფრთხო ავტო-სადგომის ზონისკენ მიმავალი გზა! ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ბათუმი აეროპორტში ფრენების მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
ტელ: +99532 310 328
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467