დაბალტარიფიანი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, უკვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან

დაბალტარიფიანი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, უკვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან

დაბალტარიფიანი ავიარეისები ევროპის მიმართულებით, უკვე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან

8 ოქტომბრიდან, პირველად ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაბალტარიფიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines ბათუმი სტამბოლის მიმართულებით, რეგულარულ რეისებს შეასრულებს. ამიერიდან, ბათუმის აეროპორტის მგზავრებს ეძლევათ უნიკალური შანსი, ევროპაში 49.99 ევროდან (სტამბოლის გავლით) იმოგზაურონ. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი დაბალტარიფიანი ავიაგადამზიდი იწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მგზავრებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლებათ უმოკლეს დროში მოხვედრა, თანაც ყველაზე დაბალი ტარიფებით. 2012 წლის პირველადი მონაცემებით (იანვარი-აგვისტო) გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ ბათუმის აეროპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26.67 %-ით მოიმატა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, მას შემდეგ რაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალტარიფიანი ფრენები შესრულდება.“ - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა მეთე ერქალმა. დასაწყისისთვის, Pegasus Airlines-სი ფრენას კვირაში ოთხჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს შეასრულებს. არ არის გამორიცხული, რომ ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, რეისების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ავიაკომპანია მგზავრებს, ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ბოინგ 737-800 მოემსახურება. სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტი, ყველაზე მარტივ და ერთ ერთ ყველაზე იაფ სატრანზიტო გზას წარმოადგენს, რომელიც უმოკლეს დროში ნებისმიერ ევროპულ ქალაქთან დაგაკავშირებთ, მათ შორის: პარიზთან, ამსტერდამთან, მილანთან, ვენასთან, პრაღასთან, რომთან და ა.შ. “ტავ ჯორჯიას” შესახებ “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. ტავის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპრტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით ის ერთ-ერთ სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. “ტავ ჰოლდინგი” ასევე ოპერირებას უწევს სტამბულის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და 2 აეროპორტს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგი დაიწყებს საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებასაც. 2011 წელს “ტავ ჰოლდინგი” მოემსახურა 451,000 რეისს და დაახლოებით 53 მილიონ მგზავრს. Pegasus Airlines-ის შესახებ დაბალტარიფიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines 1989 წელს სტამბოლში დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულებდა. 2005 წლის იანვრიდან, ავიაკომპანია ESAS Holdings-მა შეიძინა და ის ჩარტერული ფრენების ავიაკომპანია, დაბალტარიფიანი ფრენების ავიაკომპანიად გადაკეთდა. 2007 წელს Pegasus Airlines-მა სხვა კერძო თურქულ ავიაკომპანიებთან შედარებით, ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2008 წელს, ავიაკომპანია სულ 4.4 მილიონ მგზავრს მოემსახურა. Pegasus Airlines 19 ადგილობრივ და 33 საერთაშორისო მიმართულებით ასრულებს რეგულარულ რეისებს, მათ შორის: თბილისში, ამსტერდამში, ათენში, ბერლინში, მიუნჰენში, ბრუსელში, ფრანქფურტში, ლონდონში, პარიზში, რომში და 8 ოქტომბრიდან უკვე ბათუმშიც.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღაზიები და კვება
მაღაზიები და კვება

იხილეთ სავაჭრო ცენტრების მაღაზიების ფართო არჩევანი. აეროპორტში თქვენ ...

პარკინგი
პარკინგი

უსაფრთხო ავტოსადგომის ზონისკენ მიმავალი გზა. ისარგებლეთ ...

ინფორმაცია ფრენის შესახებ
ინფორმაცია ფრენის შესახებ

ბათუმის აეროპორტში ფრენების, მოფრენებისა და გამგზავრებების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

დაკარგული ბარგის ოფისი მდებარეობს ჩამოფრენის დარბაზის ბარგის მიღების ზონაში და მუშაობს 24 საათის განმავლობაში
ტელ: +99532 310 328
საბაჟო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: www.rs.ge
აეროპორტში სიგარეტის მოწევა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ სივრცეში.
ყოველ ავიაგადამზიდს განსხვავებული პროცედურები გააჩნია შინაური ცხოველების გადაყვანასთან დაკავშირებით. საჭიროა აღნიშნული ინფორმაციის გამგზავრებამდე მიღება შესაბამისი ავიაკომპანიისაგან, რათა თავი დაიზღვიოთ პრობლემებისგან. ზოგადად, ავიაკომპანიები არ დაუშვებენ ფრინველებისა და მღრღნელების აყვანას თვითმფრინავის სალონში და ისინი მოთავსებული უნდა იყვნენ მხოლოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებაში.
რეკომენდებულია, მგზავრი აეროპორტში გამოცხადდეს რეისამდე 2 საათით ადრე.
რეისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ: +99532 310341; 310 421 ან ეწვიეთ თბილისის აეროპორტის ვებ-გვერდს www.tbilisiairport.com
სამედიცინო პუნქტი მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას.
ტელ: +955 32 310 345 / +995 32 310 467